შალვა კერესელიძემ დუშეთში რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მიმდინარე პროექტები მოინახულა

დუშეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად  რამდენიმე მიმდინარე და დასრულებული პროექტი მოინახულა.
როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დუშეთში გოგებაშვილის ქუჩას, ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე და აღმაშენებლის ქუჩიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე გზის ნაწილს, ერისთავისა და თეატრის ქუჩების მონაკვეთებს. ასევე, მოასფალტდა სოფლების – ჩანადირთკარისა და საკრამულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დაბა ჟინვალში. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარს აღემატება.
მხარის რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ჟინვალში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ქალაქ დუშეთში მოქმედი საბავშვო ბაღები, იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა და მათთვის პრიორიტეტული საკითხები დეტალურად მოისმინა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები