ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, სხვა პირებთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – რაულ ბერიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საზაფხულო იალაღებზე იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხელმძღვანელი პირები ზორტიყელის, კენჭისაყარის, კიკიბოს და შედრეკილის საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდნენ, იალაღებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრებისას საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს და ადგილობრივებთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები