“ენერგო პრო ჯორჯია”: სიღნაღის ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სიღნაღის ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქალაქის მეტ ნაწილს უკვე მიეწოდება დენი და მალე ელექტროენერგიით მთელი სიღნაღი სტაბილურად მომარაგდება.
“ქალაქ სიღნაღის ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს. ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, 13 ივლისის, დაახლოებით 21:50 საათზე, ავარიულად გაითიშა ერთ-ერთი ფიდერი, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა ქალაქ სიღნაღს და სოფელ ნურკიანს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” კახეთის ფილიალის ტექნიკურმა სამსახურმა, მალევე, ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება და გუშინვე, დაახლოებით 1 საათში, მოხერხდა სოფელ ნუკრიანისთვის და სიღნაღის მცირე ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა აღდგენითი სამუშაოები, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, სიღნაღის სრულად ენერგომომარაგების აღდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს, ქალაქის მეტ ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მალე მთელი სიღნაღი მომარაგდება სტაბილურად”, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები