პარლამენტის თავმჯდომარე  ოზურგეთს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც პირველი საჯარო სკოლისა და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიული შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ახალი ცენტრი შენდება.  გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, დაგეგმილია სკოლის მწვანე პარკის აღდგენაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ თხინვალსა და სოფელ შრომაშიც იმყოფებოდა, სადაც სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები