გურამ მაჭარაშვილი: უფრო ნათლად გამოიკვეთა 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის – ,,ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი 

“​პროკურატურის მიერ  გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის – ,,ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება, რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან.

კადრებში ნანახის გარდა, რომელიც თავის მხრივ, ქმნის სრულიად ნათელ სურათს, რა ხდებოდა შტურმის დაწყებამდე და შტურმის მიმდინარეობის პროცესში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ პროკურატურა ფლობს ვიდეო და აუდიომასალებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილი ბრალის სისწორეს. აქვე მინდა აღვნიშნო, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საბოლოო ვერდიქტი მელიას თუ ნებისმიერი სხვა პირის მიერ ჩადენილ (შესაძლო) დანაშაულზე სასამართლომ უნდა გამოიტანოს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეომტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად, ჩანს, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა”, – ამის შესახებ პროკურატურაში გუშინ  გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები