ნათია მეზვრიშვილი: პოლიცია 2 საათის განმავლობაში თავდაცვით რეჟიმში, შიშველი ხელებით ცდილობდა, თავიდან აეცილებინა კორდონის გარღვევა

პოლიცია 2 საათის განმავლობაში თავდაცვით რეჟიმში, შიშველი ხელებით ცდილობდა, თავიდან აეცილებინა კორდონის გარღვევა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

 მეზვრიშვილის განცხადებით სამინისტროში აქტიურად განიხილავენ აქციის შეწყვეტის სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დანერგვაზე, თუმცა რომელიმე საშუალების ცალსახად აკრალვა უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება.

,,აკრძალვას რაც შეეხება, ვმსჯელობთ ამ საკითხზეც, თუმცა ერთი რამ უნდა გავხსოვდეს – ლეტალური და მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი სპეციალური საშუალება, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოიყენებს პოლიციელი – მათ შორის ცრემლსადენი გაზი, მათ შორის წყლის ჭავლი, მათ შორის რეზინის ხელკეტი,” – განცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში პოლიციამ უნდა შეძლოს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა.

,,ჩვენ რომ ხვალ დაგვიდგეს, ისეთი აუცილებლობა, რომ სხვა სპეციალურმა საშაუალებებმა- ცრემლსადენმა გაზმა, წყალსატყორცნმა, წყლის ჭავლმა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შედეგი ვერ გამოღოს – და შედეგი არის ზოგადად, ძალადობრივი და კანონსაწინაარმდეგო აქციის შეწყვეტა – უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული, აქციის შეწყვეტის შედარებით უფრო ეფექტიანი სპეციალური საშუალებები გამოვიყენოთ. ლეტალური შეიძლება აღმოჩნდეს სხვა სპეციალური საშალებებიც – მათ შორის ცრემლსადენი გაზი, მათ შორის წყლის ჭავლი. ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ ყველაფერი უნდა ვაკრძალოთ და უბრალოდ, ძალიან მძიმე სიტუაციებში შეიძლება აღმოვჩნდეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, როდესაც ამის კრიტიკული აუცილებლობა იქნება. ისეთი აუცილებლობა – როგორიც აქ დაგვიდგა, როდესაც პარლამენტს შტურმით იღებდნენ და პოლიცია უბრალოდ 2 საათი თავდაცვით რეჟიმში ფაქტობრივად შიშველი ხელებით ცდილობდა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, აეცილებინა თავიდან კორდონის გარღვევა. ” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები