„მე ჩემი ხალხის დაცვა მევალება და არავის მივცემ ნებას, პატრიოტიზმის გაკვეთილები ჩამიტაროს“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ხალხის დაცვა ევალება და არავის მისცემს ნებას, პატრიოტიზმის გაკვეთილები ჩაუტაროს. პრეზიდენტი ტურისტების თემასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დარწმუნებულია, რუსი ტურისტები, ადრე თუ გვიან, დაბრუნდებიან საქართველოში, და რომ მათთვის ქვეყნის კარი ღია რჩება.
„მე ჩემი ხალხის დაცვა მევალება და არავის მივცემ ნებას, პატრიოტიზმის გაკვეთილები ჩამიტაროს. რაც შეეხება პუტინის განცხადებებს ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ დაველოდებით და დავაკვირდებით, როგორ მოიქცევა მოსკოვი სინამდვილეში, მაგრამ ასეთი კომენტარები მუქარებს ნამდვილად სჯობს. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მოვლენების ესკალაციას. მე ვიქნები პირველი, ვინც დეესკალაციას მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება რუს ტურისტებს, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ისინი დაბრუნდებიან. საქართველოს კარი მათთვის ღია რჩება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები