აკაკი ზოიძე „ნაცმოძრაობაზე“: პოლიტიკური “შავი ჭირი” ვერ მოვაცილეთ ამ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს და მათ “შავ ჭირს” უწოდებს, რომლებიც წამლავენ ყველაფერს, მათ შორის, ახალგაზრდებაც. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია მოქმედებს ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რათა ამით გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება და სანაცვლოდ, მიიღოს ხელისუფლების ცვლილება.

„ამ სცენარში სჭირდება ყველა ის პროვოკაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ახორციელებენ. შესაბამისად, მცდელობა, რომ გააღიზიანოს ოკუპანტი, მათ მაქსიმალური სანქცია მიიღონ და მეტი ადამიანი იყოს უკმაყოფილო. ეს ადამიანები გვარამიასა და გაბუნიას უკმაყოფილოები კი არ იქნებიან, არამედ იქნებიან ხელისუფლების უკმაყოფილოები. შესაბამისად, ნებისმიერი აღშფოთება, წინააღმდეგ ქმედება ან პროვოკაციებიც მონათლული იქნება როგორც ხელისუფლების მხრიდან მართული. ძალიან ზედაპირზე დევს ყველა ის მცდელობა, რასაც პარტიული ტელევიზია ახორციელებს. არ მინდა, რომ კვლავ ვსაუბრობთ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”, მაგრამ მართლა ეს პოლიტიკური ,,შავი ჭირი” ვერ მოვაცილეთ ამ ქვეყანას,წამლავენ ყველაფერს და მათ შორის, იმ ახალგაზრდებს, ვინც თავისი გულისა და სინდისის კარნახით მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა ოკუპაციის შეწყვეტის ტოლფასია“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები