,,დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მასალაზე დაყრდნობით, შექმნა ვიდეომასალის საკუთარი, არასწორი ვერსია”

“დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მასალაზე დაყრდნობით, შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას”, – ამის შესახებ პროკურორმა განაცხადა.

ამირან გულუაშვილმის განცხადებით, ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით, გადასცა დაცვის მხარეს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ნიკანორ მელიას საქმეში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან, მათ შორის, ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებით. დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით, გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ, მასზე დაყრდნობით, შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას”, – განაცხადა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა დღეს, მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები