„ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა და ბრძანა, რომ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ. პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებით დიდია 12 მოციქულის დღესასწაულის მადლი.

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა, ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი მისცეს, ამ დიდი მისიის აღსასრულამდე.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ. დღეს არის განსაკუთრებული დღე – 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულის დღესასწაულისა. ყოველი მოციქული იყო არამარტო გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელი, სიხარულს აუწყებდა”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები