მამუკა სალუქვაძე: როდესაც გავრილოვიც აღარ ეგდო საქართველოში, რა საჭირო იყო შტურმი პოლიციელებზე?

პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, ურბანისტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რამდენიმე საკითხი აინტერესებს და მათ შორის ის, თუ რა საჭირო იყო შტურმი პოლიციელებზე პარლამენტის შენობაში შესვლის მიზნით, როდესაც ფაქტობრივად, ცარიელი იყო შენობა და რუსი დეპუტატიც აღარ იყო საქართველოში.

“ისე, მართლა ძალიან მაინტერესებს და ჯერ ვერ ვიპოვე პასუხი კითხვაზე… 2-საათიანი გაშმაგებული და გააფთრებული, რამდენიმე ტალღად განხორციელებული შტურმი პოლიციელებზე, პარლამენტის შენობაში შესვლის მიზნით, თავ-პირის დალეწვა, გათრევ-გამოთრევა, რაღაცების სროლა, და ა.შ. მაშინ, როდესაც ცარიელი იყო პრაქტიკულად შენობა და გავრილოვიც აღარ ეგდო საქართველოში, რას ემსახურებოდა? ეს უბრალოდ, ჰობია ამ ყველაფერში მონაწილეების თუ საკმაოდ კარგად დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედება?

და კიდევ, სიმართლე უნდა ითქვას და ჩემს ტელევიზორში ეს შტურმი უსწრებდა წინ შემდეგ განხორციელებულ საპოლიციო მოქმედებას, სპეცსაშუალებების გამოყენებით. შეიძლება, ჩემი ტელევიზორი გაფუჭდა და სიცრუეს მანახებდა, ეგ აღარ ვიცი…”- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები