დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ცნობით, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

„ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. ​სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30 საათზე”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები