თელაველი და გურჯაანელი მევენახეები „რუსთავი 2“-თან აქციას მართავენ (ვიდეო)

0

თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მივიდნენ, სადაც ღვინოსთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს. ისინი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლებმა რამდენიმე საათის წინ აქცია გომბორის გადასახვევთან გამართეს.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.

კომენტარები

კომენტარი