ლევან ნიკოლეიშვილი: გახარიამ მაქსიმალურად ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომელიც ამ ეტაპზე არ დააზარალებს გამოძიების მიმდინარეობას

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გადაცემა „რეაქციაში” შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.
„ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა გადაცემა რეაქციაში: 1. გიორგი გახარიამ მაქსიმალურად ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომლის მიწოდებაც ამ ეტაპზე არ დააზარალებს გამოძიების მიმდინარეობას; 2. მიუხედავად ქ-ნი ინგა გრიგოლიას მცდელობისა, ისევ “დათვის ტყვიები” ყოფილიყო დარჩენილი საზოგადოების ცნობიერებაში, მინისტრისგან მტკიცებით ფორმაში შევიტყვეთ, რომ არალეტალური ტყვიები იყო გამოყენებული, რომელიც კანონით ნებადართულია მსგავსი სიტუაციების დროს; 3.მიუხედავად გადაცემის წამყვანის მრავალგზის დაჟინებული წინააღმდეგობისა, მინისტრმა გახარიამ შეძლო, აეხსნა, რომ არა მშვიდობიანი მიტინგის დარბევასთან გვქონდა საქმე, არამედ კანონიერების დაცვასა და საფრთხის აცილებასთან (რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებაა!) 4. მინისტრი დაინტერესებულია პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიებასთან დაკავშირებით; 5. საზოგადოებამ მიიღო მტკიცე დაპირება 20/21 ივნისს მოვლენების გამოძიების ბოლომდე მიყვანისა და მეტად საინტერესო, სავარაუდოდ, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების შესახებ!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები