თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები, კერძოდ, მევენახეები, გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილნი. ისინი აქციას მართავენ და „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთსა და ქართულ ღვინოს.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“შემდეგი განცხადება გააკეთა:
„გავკარი” “ბორჯომსაც” და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ “ბორჯომი”, ღვინო და “ნაბეღლავი” შეიტანოს რუსეთში? ჩავუ*სი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაც სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელს ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი “ბორჯომი” იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს “ბორჯომი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები