საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0037 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8513 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.8476 ლარი ღირდა.
0.0004 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2094 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2098 ლარი იყო.