ნიკოლოზ მეტრეველი: მინისტრმა გახარიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სახელმწიფოს ინტერესების დაცვაც შეუძლია, საკუთარი თანამშრომლებისაც და არც პასუხისმგებლობას გაექცევა

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ტვ პირველის“ გუშინდელ ეთერში გიორგი გახარიას სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დღესაც და მომავალშიც ასეთი მინისტრები სჭირდება.

„20 ივნისის და სხვა მსგავს საქმეზე საზოგადოება გონივრულ ვადებში პასუხს აუცილებლად მიიღებს.ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, საქართველოს დღესაც და მომავალშიც ისეთი მინისტრები სჭირდება, რომლებიც საკუთარი თანამდებობისთვის და კეთილდღეობისთვის, მარტივ და იოლ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ჩვენ ბევრი გვინახავს იძულებით, თუ საკუთარი ნებით წასული მინისტრი. დამეთანხმებით ხშირად ამ ხალხის წასვლა მედროვე დეზერტირების საქციელს ჰგავდა.

მინისტრმა გახარიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ კაცს სახელწიფოს ინტერესების დაცვაც შეუძლია, საკუთარი თანამშრომლებისაც და რაც მთავარია, პასუხისმგებლობასაც არ გაექცევა. მოკლედ, დღესაც და მომავალშიც ასეთი მინისტრები გვჭირდება“. – წერს ნიკოლოზ მეტრეველი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გუშინ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ შს მინისტრი გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები