ზაალ ანჯაფარიძე: მომიტინგეები არ წარმოადგენენ მთელს ქართველ საზოგადოებას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის” გუშინდელი ეთერისა და, ზოგადად, ბოლო დროს მიმდინარე აქციების შესახებ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

„რა ვიხილეთ გუშინ TV-პირველზე? შავი ძაძებით შემოსილი გრიგოლია მისი პლინტუსს ქვემოთ დასული ჟურნალიზმ-ურნალიზმით და ამის თმენის ვალდებულებით აღჭურვილი გახარია

მომიტინგეები არ წარმოადგენენ მთელ ქართველ საზოგადოებას!
ქართველ საზოგადოებას არ მიუცია მათთვის უფლებამოსილება, ისაუბრონ მთელი საზოგადოების სახელით!
მათ შეუძლიათ ისაუბრონ მხოლოდ საკუთარი სახელით!” – წერს ანჯაფარიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გუშინ „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში” შს მინისტრი გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობდა, ტელევიზიის გარეთ კი მომიტინგეები გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები