გია აბაშიძე: ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ გიორგი გახარიასთან წააგო, როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან

ექსპერტი გია აბაშიძე „ტვ პირველის” გუშინდელ ეთერში გიორგი გახარიას სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ტელეგუნდს არაანგაჟირებულ იურისტებთან კონსულტაციების გავლას ურჩევს.

„ვუყურე გახარია-გრიგოლიას. არასოდეს ვიზიარებ ჟურნალისტთა საჯარო დამუნათების კამპანიას. ეს ის შემთხვევაა, როცა, ადრე თუ გვიან, ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ წააგო, ისევე როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან. ასეთ კომპლექსურ თემებზე პროდიუსერებსა და ტელეგუნდს ვურჩევდი კონსულტაციების გავლას არაანგაჟირებულ იურისტებთან. „ტვ პირველის” სტილიც მოლაყლაყდა. საჯაროდ არც მითქვამს და არც ვაპირებ ჩემი და იმ დაბოღმილი ყველაფერჩიკის იაფფასიანი ცირკაჩობის კომენტირებას ტრაპაიძის ეთერში. და იმასაც გეტყვით – აღარ დავდივარ ამ ტელევიზიის მიერ შემოთავაზებულ მართლაც და მალახოვის (ზემარტივად რომ ავხსნა) დონის ფსევდოპოლიტიკურ talk show-ებში, სადაც ანალიზი და არგუმენტები კი არაა მთავარი, არამედ ტელეხულიგნობა და ძიშოვი ეპატაჟი. ტვ პირველო, როგორც გულშემატკივრის და არა ოპონენტის რჩევად მიიღეთ – ცოტა შეჯანჯღარდით, მასე ვეღარ გააგრძელებთ საკუთარი რენომეს maintenance-ს…” – წერს გია აბაშიძე ფესბუკის საკუთარ გვერდზე.

გუშინ „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში” შს მინისტრი გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები