ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ნავთლუღის ქვესადგური და სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. ცენტრში მოწყობილ სასწავლო პოლიგონზე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექსტომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

“ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მასში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ დასაქმდნენ კომპანიაში”,- აცხადებენ სეს-ში.

მათივე ცნობით, მსგავსი ტიპის შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები