ირაკლი ღარიბაშვილი: დაპირებული 100 საწარმოდან 70-ზე მეტი უკვე გაიხსნა

   დაპირებული 100 საწარმოდან 70-ზე მეტი საწარმო უკვე გაიხსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას 100 საწარმოს გახსნას 2016 წლის ბოლომდე დაჰპირდა.
“საწარმოები ის თემაა, რომელიც მუსირებს, რომ სად არის დაპირებული 100 საწარმო? ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 100 საწარმო 2016 წლის ბოლომდე შეიქმნებოდა. ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ 70-ზე მეტი საწარმოს გახსნა. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საწარმოებში დაახლოებით 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 400-ზე მეტი საწარმოს გაფართოება – გადაიარაღება განხორციელდა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები