,,საქართველოს რკინიგზა” აბაშაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ,,რუსთავი 2″-მა დეზინფორმაცია გაავრცელა

„საქართველოს რკინიგზის” აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია ,,რუსთავი2″-ს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აქტივისტების მიერ ტერიტორიაზე ქმედებები განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით.

მიუხედავად ამისა ტელეკომპანია ,,რუსთავი2″-მა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაცია გაავრცელა.

,,კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მაღალი ძაბვის ქსელში გამავალი მუდმივი დენი 3300 კ/ვოლტია და მსგავსი აქტივობები, კერძოდ ხიდიდან დიდი ზომის ბანერების/პლაკატების გადაკიდება შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სს „საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლების მითითებებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,”- ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა”მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან დადაიცვან უსაფრთოების ზომები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და დეზინფორმაციის გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები