argadadge.ge – პეტიციის ხელმომწერები გიორგი გახარიას სთხოვენ, რომ არ გადადგეს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მხარდამჭერებმა პეტიციის ვებგვერდი – argadadge.ge შექმნეს.

“მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას”, – წერია საიტზე.

ამ დროისთვის ხელმომწერების რაოდენობა 6000-ზე მეტია და ციფრი ყოველწუთიერად იცვლება. პეტიციაზე ხელის მოწერა ,,ფეისბუქის” საშუალებით მარტივად, ერთ ღილაკზე დაჭერით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები