ტელეკომპანია ,,პირველთან“, სადაც გადაცემაში სტუმრად გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

„ტვ პირველთან“, სადაც გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ყოველ საღამოს იკრიბებიან, გიორგი გახარია „ტვ პირველის“ შენობაში შეძახილებით „გახარია წადი“ და სტვენით შეაცილეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შს მინისტრმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და თანამდებობა დატოვოს.

ტელევიზიასთან ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები