ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს გახსნის – “მოვიწვევთ ელჩებსა და ყველა უცხოელ სტუმარს”

“ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე გახსნის კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი” – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულ კაბინეტში ელჩებსა და უცხოელ სტუმრებს მოიწვევენ.
“ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე გახსნის კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი – მათ შორის, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად, შეიქმნა კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც”, – წერს კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები