“შპარგალკა” და სიმთვრალე – მასწავლებელთა გამოცდიდან 2 დღის განმავლობაში 3 აპლიკანტი მოიხსნა

2019 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან 2 დღის განმავლობაში 3 აპლიკანტი მოიხსნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი (დაახლოებით, 16 200) გამოცხადდა.
„პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცნობისათვის, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.
​მასწავლებელთა გამოცდაზე, დაახლოებით, 31 500 აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან 10 000 მასწავლებლობის მსურველია, 20 000-ზე მეტი კი – პრაქტიკოსი პედაგოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები