გია ჟორჟოლიანი გაბუნიას განცხადებაზე: ეს არ არის ერთი უზრდელი ჟურნალისტის ლაპარაკი, ეს არის საკმაოდ დიდი პროვოკაციის ნაწილი

“გიორგი გაბუნიას განცხადება საკმაოდ დიდი პროვოკაციის შემადგენელი ნაწილია”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერსაც გამოეხმაურა, რა დროსაც გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს აგინა.
„გაბუნიას განცხადება არის შემადგენელი ნაწილი დიდი პროვოკაციისა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არჩევნების გარეშე, ძალადობის მეშვეობით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არ არის ერთი უზრდელი ჟურნალისტის ლაპარაკი, ეს არის საკმაოდ დიდი პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება ახერხებდა იმას, რომ პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული რუსეთთან, სამწუახროდ, ის ამ პროვოკაციებს აჰყვა და ამ პროვოკაციების მძევალი აღმოჩნდა, ეს არ შეიძლება, რომ გაგრძელდეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, 7 ივლისს გადაცემა P.S. -ში გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. „რუსთავი 2-ის“ თვითრეგულირების ორგანომ გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები