საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ “ნაცმოძრაობის” მიერ ორგანიზებული პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენცია – “საქართველოს ევროპული გზა“, სადაც იმყოფებიან უმაღლესი რანგის სტუმრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და წევრები არიან.
„ყოველთვის შევახსენებთ, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და არ უნდა დათარეშობდნენ ამ ქვეყანში“, – აცხადებს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროსაბჭოს პრეზიდენტი – დონალდ ტუსკი, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი – მამუკა ბახტაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები