“ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად”

„ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის, ასევე, ყველა უშუალო თუ სხვა მეზობელთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულად განლაგებული საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ამ ორ კონტინენტს შორის, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობაში მომსახურებას სთავაზობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრად”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები