მამუკა ბახტაძე: შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელს ევროპაში და საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც

“აღმოსავლეთ პარტნიორობას სერიოზული წარმატების ისტორია გააჩნია. აღნიშნულ წარმატებათა შორის ჩვენ შეგვიძლია, მივიჩნიოთ საქართველო, რომელმაც დაამტკიცა, რომ გახლავთ მდგრადი  და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
 
„საქართველოს ევროპული არჩევანი ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. საქართველო არასდროს ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, ის ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. საქართველოს ევროპისთვის ბევრი აქვს შემოსათავაზებელი, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილებების გარდა, რომელშიც მისი წვლილი შეაქვს. საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოებამ მოიპოვა უზარმაზარი მნიშვნელობა და მინდა, მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღნიშნულ საკითხებზე. ძვირფასო მეგობრებო! შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელს ევროპაში და საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები