4 ივნისი

10:45
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამინისტროსა და იმ კომერციულ ბანკებს შორის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ჩაერთვებიან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოეწერება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელი პირები.
11:00
“პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” ავლაბრის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ილია ჯიშკარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასაპარლამენტო ოპოზიციის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ ჟორდანია ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალური პრობლემები, საარჩევნო გარემო.
11:00
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგამოფენო ცენტრ “ექსპო–ჯორჯიას” მესამე პავილიონში პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები ლაშა გიორგაძე და თინათინ ნიბლოშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ბავშვთა უფლებები საქართველოში – ახალი ინიცატივა.

11:30
“პირველ პრესკლუბში” კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებაზე უფლების შეჩერება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“შერატონში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ორი კვლევის პრეზენტაციას გამართავს. თემა: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ანგარიშგების დამოუკიდებელი მექანიზმი საქართველოში: 2012-13 წლების წინსვლის ანგარიში და ღია მონაცემთა განსაზღვრა და გაზომვა.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ჯიქია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბშიადვოკატი ემზარ პაქსაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: დათა ახალაიას ადვოკატის მიერ შეურაცხმყოფელი ინფორმაციები სანდრო გირგლიანის მამის მიმართ – მიმართვა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას.
12:00
„FrontNews“–ის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: წინასაარჩევნო დარღვევები ქვემო ქართლში. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032

12:15
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის შეხვედრა,აფხაზეთი მიმდინარე პროცესები, კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის შეხვედრა,აფხაზეთი მიმდინარე პროცესები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში კოალიცია „ქართული ოცნების” ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: წინასაარჩევნოგარემო, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
14:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, გორში დევნილთა განსახლებისათვის, ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ქალაქი გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები