“გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული და მისი მიზანი იყო, რუსეთს მისცემოდა საშუალება, 2008 წლის ავანტიურა გაეგრძელებინა”

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი რუსული ტექნოლოგია გამოიყენა.
მისი მტკიცებით, გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული და მისი მიზანი გახლდათ, რუსეთს მისცემოდა საშუალება, 2008 წლის ავანტიურა გაეგრძელებინა. როგორც ექსპერტი ამბობს, ამავე დროს ეს პასაჟი პუტინმა გამოიყენა პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად.
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა აგებულია ე.წ გერმისოვის თეორიაზე, რომელიც ეყრდნობა ჰიბრიდული ომის კონცეფციას. „რუსთავი 2-ის“ ე.წ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი ვორდინგი რომ შევაფასოთ, ძალიან კარგად წარმოჩნდება, რომ იმ ტერმინებს, რომლებიც მან გამოიყენა რუსულ ორიგინალში, ძალიან კარგად ფლობენ რუსეთის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და სპეცსამსახურები. ბუნებრივია, გაბუნია ამ სიტყვებს თავისით ვერ მოიძიებდა. ეს კარგად მომზადებული ტექსტი იყო, წინასწარ შეთანხმებული. ეს დასტურდება იმითაც, რომ, როგორც კი ეს პროვოკაცია გაჟღერდა, რუსეთი ეგრევე პროვოკაციაზე გადავიდა. პუტინის მისამართით უცენზურო გამონათქვამები არაერთხელ და არანაკლებ გავლენიანი პირებისგანაც გაჟღერებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ამ განცხადებას გამოეხმაურა. მან გამოიყენა ცნობილი ტექნოლოგია – კეთილი მეფის მანტია მოისხა და თან დაგვემუქრა ყველა კუთხიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს  გადაცემა P.S.-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები