ნიკა მეტრეველი გახარიაზე: დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა და მართლაც ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ინტერესებს

ექსპერტმა ნიკა მეტრეველმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია  მიიღეს, რასაც მომავალში საზოგადოებაც შეიტყობს.
“მან ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა და ისაუბრა ძალიან გულწრფელად. არის ისეთი ნიუანსები, რასაც საზოგადოება აუცილებლად გაიგებს და ამის დროც აუცილებლად მოვა. ის არის მაქსიმალურად გახსნილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზაობას გამოძიებაზე და, ასევე, მზად არის, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მართლაც ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა ექსპერტმა.
მეტრეველმა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით წამყვანის შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის შემდეგ ეს კითხვა აღარავის გასჩენია მინისტრის მისამართით. “20 ადამიანიდან არავის მსგავსი კითხვა არ გასჩენია ბატონი გიორგი მისამართით”, – აცხადებს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები