მარიამ ქავთარაძეს, რომელმაც 33 წელს ექთნად იმუშავა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
33 წელს ქირურგიის ინსტიტუტის რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად იმუშავა, უამრავი ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან, თუმცა დღეს ის არავის ახსოვს. ცხოვრების უკანასკნელ წლებს მარიამ ქავთარაძე მარტოობასა და სიდუხჭირეში ატარებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. “ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი მარიამ ქავთარაძეს ესაუბრა.
-მარიამ, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ?
მარიამ ქავთარაძე: მამა მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა, დედა – 40 წლის წინ. მე არ გავთხოვილვარ. დაბადებიდან ფეხი მტკივა და ეს ძალიან მზღუდავდა. სიყვარული ვერ ვიპოვე, ოჯახი ვერ შევქმენი. 33 წელს ექთნად ვიმუშავე რეანიმაციულ განყოფილებაში, ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. 2003 წელს წამოვედი სამსახურიდან და ძალიან მწყდება გული, რომ მას შემდეგ არავის გავხსენებივარ… ერთადერთი დისშვილი მყავს, რომელიც მაკითხავს ხოლმე…
-ალბათ, ძალიან გიჭირთ სირთულეებთან გამკლავება მარტო?!
მარიამ ქავთარაძე: ძალიან! შეხედეთ, მეზობლებმა წყალი ჩამოუშვეს ზედა სართულიდან და ჭერის შეკეთებაც არ უნდათ. ალბათ, ჰგონიათ, რომ მალე მოვკვდები. პატრული გამოვიძახე, თუმცა ვერაფრით დამეხმარა.
-რა არის თქვენი შემოსავალი?
მარიამ ქავთარაძე: 200 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური შემწეობა. თანხის ნახევარი წამლებზე მეხარჯება. დანარჩენი – პურზე.
-რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მარიამ ქავთარაძე: საკვები, შიმშილით რომ არ მოვკვდე…
“მეგობრებო, გვსურს, თქვენი ყურადღება ამ მარტოხელა ქალბატონის მდგომარეობაზე გავამახვილოთ. არავინ იცის, ჩვენ რა გველის წლების შემდეგ, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ არაერთ მოხუცს გავუთბეთ გული და ქალბატონ მარიამს არ დავტოვებთ მარტო! თანხა შეგიძლიათ, “ჩერნოევცკის” ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ქავთარაძე) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.
R