ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს – არიან დაშავებულები
ვარკეთილში, სამხედრო დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.