მაიკლ ქაუგლი: საპენსიო ფონდი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება, როდესაც ისინი პენსიაზე გავლენ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე ბიზნეს ასოციაციის, ინვესტორთა საბჭოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის შემდეგ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგლმა ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრა შეაფასა.
მაიკლ ქაუგლის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო იყო როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ისე – ბიზნესსექტორისთვის.
,,ეს ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო საინვესტიციო საბჭოს წევრებთან. საკმაოდ დამაჯერებელი გუნდია, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებს აერთიანებს. დიახ, ზუსტად ეს სჭირდება დღეს საქართველოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, გამჭირვალობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს ნდობას, რათა საპენსიო ფონდი მოემსახურება მათ ინტერესებს, როდესაც ისინი გავლენ პენსიაზე“, – აღნიშნა მაიკლ ქაუგლმა.
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მზად არის, საინვესტიციო საბჭოს წევრებთან მომავალშიც ითანამშრომლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები