ანა დოლიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გვაწვდის ინფორმაციას, როგორი იქნება მოსამართლეების არჩევის საკითხზე გასაუბრების გრაფიკი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და საბჭოს წევრებისთვის უცნობია, როგორი იქნება გასაუბრების გრაფიკი. მისივე შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუღებელია.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტრადიციულად უგულებელყოფს წესრიგს, საზოგადოების მაღალ ყურადღებას მოსამართლეების არჩევის საკითხზე. ამ ეტაპზე არ გვაწვდის ინფორმაციას, როგორი იქნება გასაუბრებების გრაფიკი. ჩვენ ვითხოვთ, დაადგინონ ისეთი გრაფიკი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ საზოგადოებრივ მონაწილეობას, წინასწარ მოგვცენ საკმარისი დრო იმისათვის,რომ გავესაუბროთ თითოეულ კონსულტანტს. ასევე, წინასწარ გვითხრან, როდის, რა ვადაში იქნება გასაუბრებები. ეს ინფორმაცია ხალხმა და ჩვენ, როგორც საბჭოს წევრებმა, არ ვიცით. ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენ გიორგი მიქაუტაძის ტვინის ხვეულებში უნდა წავიკითხოთ, როდის უნდა მოვიდეთ აქ გასაუბრებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი უგულებელყოფითი დამოკიდებულება ჩვენი და საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ მიუღებელია“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები