“ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ბომბს ეძებენ
სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც ცენტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შენობაში, სავარაუდოდ, ნაღმია.
მისი თქმით, ერთ-ერთი მოქალაქემ ცენტრის თანამშრომელს უთხრა, რომ შენობაში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბომბი იყო. უსაფრთხოების მიზნით, „ქარვასლადან“ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული არიან გამნაღმველები და სხვა სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები.