გიორგი ვოლსკი: ამის უკან დგას ,,ნაციონალური მოძრაობა” თავიდან ბოლომდე და ჩრდილში მოქცევის გარეშე

ამის უკან დგას ,,ნაციონალური მოძრაობა” თავიდან ბოლომდე და ჩრდილში მოქცევის გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც კიდევ დარჩენია საღი აზრი, უნდა გააანალიზოს, რა ძალას წარმოადგენს ის ხალხი, ვინც საქართველოს სტაბილურობას უპირისპირდება.

„შეხედეთ ვინ არიან, ვის მიჰყავს სიტუაცია, ვინ არიან სპიკერები და დანარჩენ საზოგადოებას. ვისაც კიდევ დარჩენია საღი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის და ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ღებულობს მონაწილეობას, იმან უნდა გააანალიზოს სიტუაცია, სად არის რეალური ანტისაოკუპაციო ძალა და რა ძალას წარმოადგენს დღეს ის ხალხი, ვინც საქართველოს სტაბილურობას უპირისპირდება”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა.

„მე დღეს რაც შემიძლია, ესაა დაგანახოთ რეალური სახე და ამის საწინააღმდეგო ვინმეს რამე არგუმენტი თუ ექნება, ძალიან მშვიდად და ძალიან სერიოზულად მოვუსმენ. ეს არის რეალური სურათი და ამის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა თავიდან ბოლომდე და ყოველგვარი ჩრდილში მოქცევის გარეშე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები