სოსო ფხაკაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება, სანქციებს მოჰყვეს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ

“ზოგადად, ეკონომიკა დარტყმას მიიღებს რუსული ემბარგოს გამო, ამას ყველა ვხედავთ. გვინდა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური ეფექტი, რომელიც მოჰყვება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს”, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ არატრადიციული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს ფისკალური კუთხით სახელმწიფოს, უნდა გადაიდგას ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გამართლებული იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნება.
“როგორც ბიზნესი, ისე ხელისუფლება უნდა დააკვირდეს პროცესებს, უნდა იყოს ადეკვატური და მეტნაკლებად მყისიერი. ძალიან კარგი გეგმა გაგვაცნო ეკონომიკის მინისტრმა. ჩვენი ბაზრების დივერსიფიცირებაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს პროცესი აქამდეც მიმდინარეობდა და ახლა მეტი ინტენსივობით გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება, სანქციებს მოჰყვეს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები