“რასია სივოდნიას” რედაქტორი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კავაკსიაში დასასვენებლად ეპატიჟება

საერთაშორისო მედიაორგანიზაცია “რასია სივოდნიასა” და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს ჩრდილოეთ კავკასიაში დასასვენებლად ეპატიჟება.
“რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ღელავს. თუ ასეა, გაუშვით ისინი დასასვენებლად, მაგალითად, ჩვენთან, ჩრდილოეთ კავკასიაში”, – წერს სიმონიანი ტვიტერში.


მისივე თქმით, მსგავსი რეაქცია არ იქნებოდა, თუ მხოლოდ უცენზურო ლექსიკას გამოიყენებდა. თუმცა, მისივე განმარტებით, გაბუნიამ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა სხვისი მშობლების მისამართით.
“ჩვეულებისამებრ, კავკასიელისთვის ეს აუტანელი შეურაცხყოფაა, ნამდვილი დანაშაულია. ამან ის კი არ შეარცხვინა, ვისი მისამართითაც იყო ყოველივე ნათქვამი, არამედ ის, ვინც ამ დონემდე დაეშვა, რომ მსგავსი რამ წარმოთქვა”, – დაწერა სიმონიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე გამოძიება დაწყებულიყო, ასევე, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინათ არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები