დიანა ღურწკაია: საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას სიტყვების გამო ოფიციალურად უნდა მოიხადოს ბოდიში

ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ “რია ნოვოსტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა სამარცხვინო და დაუშვებელია, ამის გამო ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“ეს ძალიან სამარცხვინოა. ტელევიზიაში მსგავსი გამონათქვამები ვინმეს მისამართით, უბრალოდ, დაუშვებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და ჰეროსტრატეს დიდების სურვილია. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ”, – განაცხადა ღურწკაიამ.
“შეუძლებელია, მსგავს სტანდარტს შეეგუო, ქვეყნის ავტორიტეტებმა ბოდიში ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ”, – დასძინა დიანა ღურწკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები