დუმას წევრი: ქართველი ხალხი პოლიტიკური და სატელევიზიო უკულტურობის ტყვე აღმოჩნდა

ქართველი ხალხი პოლიტიკური და სატელევიზიო ობსკურანტიზმის (Lit.-Book. – მეცნიერებისა და სწავლა-განათლებისადმი, კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება; ბნელეთისმოციქულობა) ტყვე აღმოჩნდა. ოპოზიციური არხის “რუსთავი 2”-ის წამყვანის რუსეთის ლიდერის მისამართით გაკეთებულ უცენზურო განცხადებაზე რეაგირებ არ ღირს – ამის შესახებ დუმის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსლან ბალბეკმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.
“ჩვენს ურთიერთობებში, თბილისთან პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებამდე, არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისედაც არ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები. ვწუხვარ, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქე პოლიტიკური და სატელევიზიო ობსკურანტიზმის ტყვე აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, არ გვიღირს რაიმე სახის რეაგირება მოვახდინოთ მეორე ქვეყნის ლიდერის მისამართით გინებაზე – ეს მხოლოდ სისუსტის გამოჩენა იქნება”, – თქვა ბალბეკმა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე გამოძიება დაწყებულიყო, ასევე, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინათ არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები