ლორთქიფანიძე: ბილწი მამათმავლობის აპოლოგეტი „თბილისი პრაიდის“ ჯგუფი კარგად ხვდება, რომ ვერანაირ ღონისძიებას ჩაატარებენ

“ბილწი მამათმავლობისა და ლესბოსის აპოლოგეტი  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ჯგუფი კარგად ხვდება, რომ თბილისში ვერანაირ ღონისძიებას ვერ ჩაატარებენ”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს საშუალება არ ექნებათ, ე.წ. ღირსების მარში ჩაატარონ.
„ბილწი მამათმავლობისა და ლესბოსის აპოლოგეტი   „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ჯგუფი კარგად ხვდება, რომ თბილისში ვერანაირ ღონისძიებას   ჩაატარებენ. ისინი უკვე შეგუებულები არიან ამ ფაქტს, მაგრამ ამას ვერ ეგუებიან მათ უკან მდგომი დონორი ორგანიზაცები, რომლებსაც დიდი თანხები აქვთ მობილიზებული ამისთვის.
ეს არის ამ დონორი ორგანიზაციებისა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ისტერიკამდე მისული პრობლემა.
ჩვენ, ქართული საზოგადოება ვგეგმავთ: ფილარმონიიდან დაწყებული   თავისუფლების მოედნის ჩათვლით მოეწყობა 4 ლოკაცია: ვერის პარკი, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორია. აქ შეიკრიბებიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენს სიტყვას თავისუფალ სამყაროს აუცილებლად ვეტყვით რუსთაველის გამზირიდან“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის” ღონისძიება, რომლის გამართვაც 8 ივლისს, 09:00 საათზე, შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდა.
“ზოგადად, “პრაიდის” გადადების თაობაზე ინფორმაციას არ გიდატურებთ, უბრალოდ, კონკრეტული ივენთი, რომელიც შსს-სთან იყო დაგეგმილი და რომელზეც ინფორმაციამ გაჟონა, აღარ გაიმართება. სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ მომენტში ქვეყანაში უსაფრთხოება არეულია”, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ „პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.
„თბილისი პრაიდის“ გადადების მიუხედავად, მისი მოწინააღმდეგეები დედაქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე მაინც შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები