არჩილ თალაკვაძე: რაც ჩვენ ვნახეთ, იყო შენიღბული, ვითომ პატრიოტიზმი, სინამდვილეში კი – პროვოკაცია

“საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი”, – ამის შესახებ ჟურნალიტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას განცხადების შეფასებისას განუცხადა.
“რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ “რუსთავი 2-ის” ეთერში,   იყო პირდაპირი პროვოკაცია. რაც შეეხება ბერკეტებს – საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. ამის გადაბრალება ერთ ჟურნალისტზე არის ტელეკომპანიის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. “რუსთავი 2-მა” მოაწყო პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების წინაშე. რაც ჩვენ ვნახეთ, იყო შენიღბული, ვითომ პატრიოტიზმი, სინამდვილეში კი – პროვოკაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები