რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო: ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იქნება მანამ, სანამ ისინი სრულად არ დაფარავენ აერონავიგაციის მომსახურების დავალიანებას

“რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურების დავალიანება”, – ამის შესახებ „რასია 24“-ის ეთერში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, კომპანიებმა – Georgian Airways-მა და MyWay Airlines-მა საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა და საკუთარი აუდიტი წარუდგინონ რუსეთის მხარეს.

„ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების – Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი; ასევე, იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება“, – განაცხადა ვოლკოვმა.
ცნობისთვის, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც  8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები