სასულიერო პირები და „ქართული მარშის“ წევრები რუსთაველზე მსვლელობას მართავენ

სასულიერო პირები პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მიდიან. ისინი ქაშუეთის ეკლესიასთან პარაკლისს გადაიხდიან. მათ „ქართული მარშის“ წევრებიც შეუერთდნენ.
როგორც აქციის ერთ ერთი მონაწილე დეკანოზი აცხადებს, პარლამენტის წინ სავედრებელი პარაკლისის გადახდას აპირებენ.
„პარლამენტის წინ სავედრებელი პარაკლისის გადახდას ვაპირებთ, რომ ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ამ ქვეყანაში ეს მარაზმი აილაგმოს. „ნაცბანდიტების“ ქმედებებით,  ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობითა და მითითებებით ქალაქი და ქვეყანა პარალიზებულია“, – აცხადებს დეკანოზი ნიკოლოზ ჩხიკვაძე.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
„ღირსების მარში“ დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა აქცია კიდევ ერთხელ გადადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები