უკრაინული ტელეკომპანიის თანამშრომლები გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად “ფლეშმობის” მოწყობას აანონსებენ

ტელეარხი „პრიამოი“, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის, 10 ივლისს ქართველი ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერ “ფლეშმობს” გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ  რუსთავი 2-ი“ს ეთერში, P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ  გადაცემა შეურაცხმყოფელი მონოლოგით გახსნა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა. აღნიშნულ მონოლოგს ტელეკომპანიის შენობასთან აქცია მოჰყვა, სადაც მოქალაქეები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას, არხის მაუწყებლობის შეწყვეტასა და აღნიშნულზე გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არხის მაუწყებლობა რამდენიმე საათით გააჩერა. აქცია გამთენიისას დასრულდა. არხის მაუწყებლობა კი დღეს, დაახლოებით, 08:00 საათზე აღდგა

წყარო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები