ინდოეთში ავარიას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ქალაქ აგრაში მომხდარ საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმემ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია News18 ავრცელებს.
როგორც გაირკვა, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და არხში გადავარდა. ავტობუსში 40 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახური მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები