კრემლი – უკრაინაში იარაღის გაგზავნა მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას ემსახურება
კრემლმა განაცხადა, რომ დრო დასჭირდება იმის გარკვევას, თუ რა იარაღს აწვდის შეერთებული შტატები უკრაინას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს კიევში მეტი იარაღის გაგზავნა მოუწევს.
თუმცა, ამავდროულად, რუსეთმა გააფრთხილა ამერიკა, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნა მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას ემსახურება.
„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, არ ემთხვევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.